„ოცნებაში“ სამწუხაროდ დაგროვდა უამრავი ადამიანი, რომელმაც უკვე იმდენი მოიპარა, რომ ეშინია უბრალოდ, რომ პასუხს მოსთხოვენ, - , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ესენი გონზე არიან მოსაყვანები. ჯერ კიდევ წითელი ხაზები არ გადაულახავთ. მე იმედი მაქვს, რომ ის ღირსეული ადამიანები, ვისაც ოცნებაში ჯერ კიდევ გონიერება და პრაგმატულობა შერჩა, დაფიქრდებიან, რომ ამ წითელი ხაზების გადალახვა მათ მიიყვანს ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება.
მე მესმის ძალიან კარგად, რომ „ოცნებაში“ სამწუხაროდ დაგროვდა უამრავი ადამიანი, რომელმაც უკვე იმდენი მოიპარა, რომ ეშინია უბრალოდ, რომ პასუხს მოსთხოვენ. ან იმდენი მოიპარა, რომ იმის უკვე დათმობა აღარ უნდა და ერთადერთი მიზანი აქვს — როგორ დაიცვას ის, რაც მოიპარა. მაგრამ ცოტა უფრო მასშტაბურად სურათს თუ შეხედავენ, გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ ჩიხში არ არიან შესულები. მე იმედი მაქვს, რომ ეს გონიერება ვინმეს „ოცნებაში“ გონებას გაუნათებს“, - ამბობს გახარია.