„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.

„დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გიორგი გახარია.