ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ მოგვწონს ეს, თუ არ მოგვწონს, სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია უბრალოდ და ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების დაპირისპირებაზე.
„სინამდვილეში, რომ გითხრათ არ მაინტერესებს-მეთქი, ცოტა უხეში [ნათქვამი] იქნება. მერწმუნეთ, ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის იმიტომ, რომ მე ამ კაბინეტში მიმუშავია, ჩემდა სამწუხაროდ, ეტაპობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან დაცალა. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი საერთოდ შეზღუდა, კონსტიტუცია ხომ საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დარჩენილი იყო ერთადერთი ინსტიტუტი, პრემიერის ინსტიტუტი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა.
დღეს, რაც ხდება, რასაც ვხედავთ, პრემიერის ინსტიტუტსაც, ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი დაუკარგეს. რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. სამწუხაროდ, ასეა. მე ჩემ თავზეც ბევრჯერ მითქვამს, ეს კალეიდოსკოპი უნდა დასრულდეს, არ შეიძლება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს სრულად არ ჰქონდეთ გააზრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არ შეიძლება მაგალითად, თუნდაც დღეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არა მხოლოდ პრემიერები, არ ვიცი, ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, რომ, აი, საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს მინისტრი ვინ იქნება. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი, საერთოდ პარტიას არავინ ეკითხება პრემიერი ვის დანიშნავს თავის კაბინეტში. ყველაფრის ასე თავდაყირა დაყენება არის სახიფათო იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტები დისფუნქციურია, ვეღარ ასრულებენ დაზღვევის ფუნქციას და ელემენტარულად, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ მოგვწონს ეს, თუ არ მოგვწონს, სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია უბრალოდ და ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.