ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ეს აჟიტირებული ზეიმი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც სასურველი იყო, თუმცა მთავარი ბრძოლა წინ არის. ყველამ კარგად იცის, რომ გასაჩივრებულია გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ქართული სანქცირებული სასამართლოს მიერ და დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მალე იქნება. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ეს აჟიტირებული ზეიმი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ვინც კი აჟიტირებულია ყველამ უნდა დავუძახოთ, რომ რუსები არიან, პუტინის მონები. ზუსტად ის, რაც სიმონიანს გაუხარდებოდა, ამათი პირით ვიღებთ ამ აჟიოტაჟს“, - აღნიშნავს ჩალაძე.