პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი,„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ. გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მისი ავტომობილი დააზიანებს. 

მისი თქმით,  მას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დღეს კი, როგორც მის სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, მისი მანქანის აფეთქება სცადეს და როგორც ის ამბობს, მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება.

დღეს დაცვის თანამშრომელი არ იყო ჩემთან ერთად და მოვერიდე მარტო გამოსვლას სახლიდან, თან შევეცადე, რომ იმ მანქანით, რომლითაც დავდივარ არ გავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევი იყო ჩემს სახლთან დილიდან ავტომობილების უცნაური პარკირება და დგომა. სხვა მანქანით ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად გავედი ქალაქში, მხოლოდ 25 წუთი იყო დატოვებული მანქანა ყურადღების გარეშე და დაბრუნებისთანავე, დატოვებიდან 3 წუთში დამირეკა და მითხრა, რომ აფეთქებას გადარჩენილები ვართ. მანქანიდან წნევით იღვრება ცხელ მექანიზმზე ბენზინი, გადარჩენილი ვარ აფეთქებას.

მე არ ვიცი ეს მიზანმიმართულად ასაფეთქებლად არის მოწყობილი, ვინ არის ამის უკან, რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ გუშინ განხორციელებული მუქარის შემდეგ ეს მოხდა. იმედი მაქვს, რომ პოლიცია დროულად მიხედავს ამ საქმეს. ახლა, ვიდრე ჩვენ ამ ინტერვიუს ვიძლევით ახლა არის 5 საათი და 45 წუთი და 112-ში დარეკილი მაქვს 5 საათსა და 13 წუთზე, ყველა ინფორმაცია მიწოდებული მაქვს, აქ არის დანარეკებიც და დაფიქსირებული არის დროც. ძალიან ცუდი ფაქტი არის და დროულად უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ შურისძიებას ბოლო უნდა მოეღოს და ერთი საათი არის, რაც გასულია პოლიციის გამოძახებიდან და ჯერ კიდევ არ არის მოსული, რაც უცნაურია. - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.