დღევანდელი ინფორმაცია, რაც იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა არის მოკლეფეხებიანი, ერთსაათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასკვნით, რომ განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილთან რაც შეიძლება მალე შევიდნენ პოლონელი ექიმები.

„ბატონო რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას ჰპოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, ჯერ კიდევ პირველ რიგში საჯაროდ დაპირებული პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ დადებული პირობის ასრულება, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო. შემდეგ მინისტრის პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, დავუშვებთ პრეზიდენტ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიასო. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი ევროკავშირში არის წითელი ხაზი ყველასთვის. მოგიწოდებთ, ყოველგვარი საჯარო არასწორი ინტერპრეტაციების გარეშე საქმით დავკავდეთ. უცხოელი ექიმების ჩამოსვლის ინიციატორი არ არის პრეზიდენტის ოჯახი, მისი გათავისუფლების შტაბი ან ვინმე სხვა ორგანიზაცია. უცხოელი ექიმების ჩამოსვლის ინიციატორია და ეს პირობა შეთანხმებულია ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის შემდეგ ამავე შეხვედრაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან. ამიტომ, ოჯახის მიერ მიმართვა ამას არ საჭიროებდა და თავს ვიკავებ მოლაპარაკების მიმდინარე პროცესების გახმაურებისგან, რომელმაც შეიძლება, დააზიანოს უფრო მეტად ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

რატი ბრეგაძე: კლინიკა "ვივა მედში" უცხოელი ექიმების დაშვებაზე არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება