სააკაშვილი ციხეში მოწამლეს, რათა პრეზიდენტ ზელენსკისგან ჩამოეშორებინათ და მისთვის ასეთი ძლიერი იარაღი გამოერთმიათ - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ევროპარლამენტში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
„არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება “ქართულ ოცნებას” მშვიდობიანად გადასცა, რომლებიც რუსების მიერ საქართველოში სპეციალური დანიშნულების ძალა არიან, იგი უკრაინაში ორი პრეზიდენტი მიერ იქნა დაპატიჟებული და იგი ახლა მოქმედი მრჩეველი და მაღალი რანგის ჩინოსანია უკრაინაში.
მიშა ისაუბრებს თუ ცოცხალი იქნება, რისი იმედიც მაქვს, იმ დღეზე, როდესაც იგი ციხეში მოწამლეს, ძალიან კარგად ახსოვს და ნამდვილად სჯერა, რომ ეს რუსული ძალების მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო, რათა პრეზიდენტ ზელენსკისგან ჩამოეშორებინათ და ზელენსკის ხელიდან ასეთი ძლიერი იარაღი გამოერთმიათ. იგი ახლა საქართველოში ციხეში კვდება, როდესაც ზელენსკი მას საჭიროებს და თავისუფალ სამყაროს მისი ხმის გაგონება სურს”, - განაცხადა ჩალაძემ.