„დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან კარგად აქვს გათავისებული თუ რას ნიშნავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.  - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა  განაცხადა.

"სწორედ ამიტომ, ამ პროცესში ჩართულია ასი ათასობით ადამიანი, რომელიც მიაწვდენს ხმას საქართველოს პრეზიდენტს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება, რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელ გამარჯვებასაც საქართველო მოიპოვებს 2024 წლის 26 ოქტომბერს.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა