"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, რომან გოცირიძის წასვლა პარტიიდან მისთვის გაუგებარია, თუმცა დიდი დანაკლისი იქნება პარტიისთვის
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ რომანს და მისი ღვაწლი ძალიან დიდია როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. მისგან ძალიან ბევრი რამ მაქვს პირადად მეც ნასწავლი როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ზოგადად, ჩემთვის გაუგებარია და გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება. ის, რომ დანაკლისი იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე არ მომისმენია მისი უკმაყოფილება პარტიაში და პირადად ჩემთან და არავისთან რამე უკმაყოფილება მას ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, თვითონ უნდა ისაუბროს ამ ყველაფერზე თუ რამე არ მოსწონდა. მე არ ვფიქრობ, რომ რამე უკმაყოფილების საფუძველი ყოფილიყო ეს ყველაფერი," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა "კურიერთან".
ცნობისთვის, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“