რაც ახლა ხდება პარლამენტში დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების სახით, ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაქცევას ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ - წერს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"ის, რაც ახლა ხდება პარლამენტში დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების სახით, ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაქცევას ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ. კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე ყურმოჭრილი ნამინისტრალს შეიყვანენ ეროვნული ბანკის საბჭოში და იგი გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველაფერს ამას გააკეთებენ სალომე ზურაბიშვილია ხელით, რომელსაც ერთხელაც არ ეყო გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდა მთავრობას. სწორედ მისი მორჩილების შედეგად მოხდა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება მოხსნილი მინისტრის მოადგილეებით, მის მიერ შერჩეული კანდიდატები კი პარლამენტმა ჩააგდო. როცა ვალი გაქვს, გადახდას მოგთხოვენ. სალომე ზურაბიშვილს ათმაგად ახდევინებენ ამ ვალს და თანაც ამცირებენ.p.s. პარტია ბოიკოტშია და ვერ ვესწრები კომიტეტის სხდომებს. სად ეროვნული ბანკის ბედი და სად ბოიკოტის ისტორიული ხიბლი. ობიექტურობისათვის-გრიპიც მაქვს - წერს რომან გოცირიძე.