ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია და პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს გადარჩენილი. განცხადებებზე მეტად ეს ყველაფერი ჩვენი საქმით უნდა უზრუნველვყოთ და ამიტომ დაელოდეთ. რა თქმა უნდა ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ამას ყველა კონსტიტუციური ფორმით განახორციელებს ძლიერი ოპოზიცია“, - განაცხადა გიპრგი ბოტკოველმა.