საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილს გაუგზავნა, სადაც წერს - ჩემი თხოვნაა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება
პარლამენტის თავმჯდომარის წერილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს:
„იმ ფონზე, როდესაც სრული იგნორირება ხდება ყველა იმ ინიციატივის, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს ეხება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსულ ინტერესებს ატარებს და პირიქით, ოლიგარქიული მმართველობა მათთვის სასარგებლო არის და ერთადერთი წყარო არის იმ კორუფციული საქმიანობისა, რომელშიც ჩართულია, ნაკლებად მგონია, რომ რეალური ცვლილებები განახორციელონ. ერთადერთი, რაც ზოგადად „რუსული ოცნების“ მიზანი არის, რომ ამ კანონში არ მოხდეს და შავით-თეთრზე არ ჩაწერონ ეს, თორემ თავიდან ბოლომდე, რომ ეს კანონი არ უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, დაჩქარებულ პროცესში გაგზავნიან წერილს და მოითხოვენ დაჩქარებულ თუ დაგვიანებულ პროცესს, ერთი რამე ნათელია, რომ მათი კანონპროექტი პირდაპირ მორგებულია ამ ქვეყანაში არადეოლიგარქიზაციაზე, არამედ ოლიგარქიის დამკვიდრებაზე.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.