"ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს.
"რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, (რომელსაც, ბოლოდროინდელ ბევრ განცხადებაში ვეთანხმები) ბევრმა იკითხა, უნდა მოვთხოვოთ თუ არა მას მიშას გათავისუფლება? აი ხომ არ შევაწუხებთ, ხომ არ გაბრაზდება, გაგვინაწყენდება და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ცხადია უნდა მოვთხოვოთ, აბა რა უნდა ვქნათ?
მოთხოვნაზეა საუბარი და არა რამის ხვეწნაზე!
მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ მიშას გათავისუფლება ქალბატონი სალომეს (როგორც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფის) არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაცაა.
და სწორედ მისი ამ ვალდებულების შესრულებას მოვითხოვთ მისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ მის გულწრფელობას, რომ მას მართლა უნდა საქართველო იხილოს როგორც ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტისა და რუსული რეჟიმისგან თავისუფალი ქვეყანა.
რა ევროპულ სტანდარტებსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს იგი, თუ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს, (მით უფრო როგორიც პრეზიდენტი სააკაშვილია) და შეუძლია და არ ათავისუფლებს?
მარტივია, როცა ქვეყნისთვის სასარგებლო და პრინციპულად სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და შეგნებულად არ დგამს ამ ნაბიჯს, ესეიგი უბრალოდ თავის კერძო პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და არა
ასრულებს მის საპრეზიდენტო მოვალეობებს.
თავისუფლება მიშას!
თავისუფლება საქართველოს!🇬🇪✊✌️" - წერს გიორგი ბარამიძე.