"ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი გარანტია, გამომდინარე ქართველი ხალხის პოზიციიდან და შემართებიდან, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებიდან, რომ ეს მოღალატური რეჟიმი მოიცილოს, რომ ოპოზიცია ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ოპოზიციის რიგებში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" იქნება პირველი. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა
მდივანმა გიორგი ბარამიძემ "დღის კურიერში" განაცხადა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 55-დან 65-მდე პარლამენტის წევრს გავიყვანთ, მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის არჩევნები, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვინ რამდენ პარლამენტის წევრს გაიყვანს. ოპოზიცია აიღებს 2/3-ს როგორც მინიმუმ," - განაცხადა გიორგი  ბარამიძე.