ჩვენ ვცდილობდით, რუსეთთან ურთიერთობები დაგველაგებინა, კომპრომისზეც ვიყავით წამსვლელები - ოღონდ საქართველო გაგვიმთლიანეთ, არ გვაქვს ჯვარი დაწერილი არც ნატოზე და არც სხვაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობდით, რუსეთთან ურთიერთობები დაგველაგებინა, მაქსიმუმს ვაკეთებდით, მაქსიმუმ კომპრომისზეც ვიყავით წამსვლელები, მათ შორის იმაზეც იყო საუბარი, ოღონდ საქართველო გაგვიმთლიანეთ, არ გვაქვს ჯვარი დაწერილი არავისზე, არც ნატოზე და არც სხვაზე, იმიტომ რომ ჩვენთვის ნატო, ევროკავშირი კი არის კეთილდღეობა, მშვიდობა, მაგრამ არის საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ამიტომ ჩვენ პირველ პლანზე ყოველთვის ამას ვაყენებდით და მერე სხვა სიკეთეებს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ, არამარტო ემიგრანტები, არამედ ყველა ჩვენი ლტოლვილი საქართველოში და იძულებით გადაადგილებული. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ამას უმთავრესად გავაკეთებთ მშვიდობიანად, სწორედ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით. აი ამას უქმნის საფრთხეს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა „ტვ პირველის“ეთერში გიორგი ბარამიძემ.