არანაირი რესურსი არ აქვთ. ეს უკვე პარტია აღარ არის. არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ სააკაშვილის მილიარდებისთვის და კეზერაშვილის მილიონებისთვის, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად ლობისტები აქტიურად მუშაობენ.
„მუშაობს ლობისტების ჯგუფი. პირველი სცენარი არ გამოვიდა მისი [მიხეილ სააკაშვილი] ჩამოსვლის და ხალხის გამოსვლის, მეორე სცენარი ფრონტის გახსნის არ გამოვიდა. ახლა მესამეს ატრიალებენ და მეოთხეს ნიადაგს ამზადებენ. ამზადებენ ჟურნალისტების ჯგუფს, რომლებსაც მოახვედრებენ ან თეთრს სახლში ბრიფინგზე, ან სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე, სადაც შეკითხვას დასვამენ, რომ ასეთ მდგომარეობაშია პრეზიდენტი, ხელისუფლება მას ციხეში ალპობს, არ არის დახმარება და როდესაც მოუმზადებელი იქნება საპასუხოდ ადამიანი და არ იქნება საქმეში ჩახედული, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე მაღალჩინოსანს, რომ - იცით რა, დრო არის სააკაშვილი გამოვიყვანოთ საქართველოდან. ამიტომ, ძალიან კარგი ელჩი გვყავს აშშ-ში და ჩვენმა საელჩოებმა ამ კუთხით წინმსწრებად უნდა იმუშაონ“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.