ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი საარჩევნოდ ოპოზიციის კოორდინაციის საკითხს გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, უმთავრესი ამოცანაა, რომ ოპოზიციამ მოძებნოს საუკეთესო კონფიგურაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დამარცხდეს ხელისუფლება.
„თუ გავითვალისწინებთ ამ მიმართულებით დღეს რა ვითარებაა სოციოლოგიურად და არითმეტიკულადაც, არ ვფიქრობთ, რომ საერთო სიის იდეაა საუკეთესო. ჯერ ერთი, ეს არცაა რეალისტური ვითარებიდან გამომდინარე და თან არც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ამომრჩეველი ამ სიას მისცემს ხმას.
პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას“ - თქვა გიგი წერეთელმა