ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ათენში ევროკავშირის ლიდერების სხვა ასპირანტ ქვეყნებთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც საქართველო არ იყო მიწვეული.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ათენის შეხვედრის დეტალებს არ იცნობს, თუმცა ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯები საქართველოს თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულს ტოვებს.

მისი თქმით, ეს ქმედება პირისპირ ჩვენს მტერთან, პუტინის რუსეთთან გვტოვებს, რაც ღალატის ტოლფასია.

„ეს ყველაფერი ბევრ რამეში ვლინდება, მათ შორის, ზოგჯერ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ მიწვევაში. ან რომც მიიწვიონ, ამ კონტექსტში, იმის ნაცვლად, რომ თავად აწვებოდნენ პარტნიორებს, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია, გვეკუთვნის და პრაგმატულად მათაც სჭირდებათ, პირიქით, დისტანცირებით არიან დაკავებულნი.

ეგ სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია და რეალურად ამ რეჟიმის ნაბიჯები გვიზრდის გვიზრდის რუსეთიდან მომავალი აგრესიის საფრთხეს“ -  განაცხადა გიგა ბოკერიამ