დავით კეზერაშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც აქამდე ისედაც ცნობილი იყო და ნათქვამიც გვაქვს. მან თქვა, უფლება მაქვს  აზრი მქონდესო და ირონიული ღიმილი ჰქონდა. ვინ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, აზრი ჰქონდეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. -  ამის შესახებ  საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

"მეტსაც გეტყვით, ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერა თავისი რესურსით, მედია რესურსი იქნება, თუ სხვა, მათი არჩევანია, ოღონდ ვის უჭერ მხარს, ეს შენს ფასეულობებზე მეტყველებს და ამით შეგაფასებენ. მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სხვა პრობლემა. როგორც მან ბრძანა, ჯანსაღი რჩევა მივეციო და როცა არ გაითვალისწინებს შენს "ჯანსაღ რჩევას", მის წინააღმდეგ იწყება კამპანია იმათგან, ვინც ეს "ჯანსაღი რჩევა" გაითვალისწინა, მისი მარიონეტებისგან. ეს იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და ამ წიაღში დაბრუნებისკენ ბიძგი.

ის ამ პარტიის [ენმ-ს] მხარდამჭერია დღეს და ის ადამიანები, რომლებმაც მისი "ჯანსაღი რჩევა" გაითვალისწინეს, დღეს იქ დაბრუნდნენ, როგორც უძღები შვილები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესეც მისი უფლებაა და უფლებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ამ ამბიციის შეფასება, რომ ნებისმიერ დონორს, მედია დონორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, არ აქვს არა ფასეულობითი არჩევანი, არამედ უჩნდება ამბიცია, რომ უკარნახოს პოლიტიკური სვლები. ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, მისი მარიონეტების სამიზნე ხდება, ეს არის ოლიგარქობის ამბიცია." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.