ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვეყნის მასშტაბით ჩხრეკებს ატარებს ობიექტებზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.