ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დასავლეთის დიდი ნაწილის რეაგირება არ იყოს სწორი და ადეკვატური 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის მიმართ ყირიმში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, თუმცა მათი რეაქცია საერთოდ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ უფრო უარესი შედეგი გვექნებოდა.

„საბედნიეროდ დღეს რეაქცია არის ადეკვატური და მთელი თავისუფალი სამყარო დაუპირისპირდა რუსეთს, ამ დროს საქართველოს პრემიერმინისტრი წარსულის ამ არგუმენტს იმისთვის არ იყენებს, დღეს უთხრას დასავლეთს, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

მას ეს არგუმენტი ბუდაპეშტში რომ იყო და იმ პოლიტიკურ ძალებს ხვდებოდა, რომელიც დღესაც მცდარ პოზიციაზეა, იქ უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ამის ნაცვლად ის ამ არგუმენტს იყენებს დღეს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, ზუსტად იმას აკეთებს, რაც პუტინის პროპაგანდას სჭირდება“- თქვა გიგა ბოკერიამ