ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის არაფერს არ ცვლის.
მისი თქმით, ის გამოწვევა, რაც ივანიშვილის რეჟიმის სახით დგას ჩვენ წინაშე, ივანიშვილი აქტიურად გამოჩნდებოდა, თუ არა, მაინც უცვლელი რჩება.
“ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა და არაპოპულისტური, არაშავრაზმული ძალების მიერ ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა. ამ ყველაფერს კი პოლიტიკურ შინაარსსა და პრინციპებზე მუშაობა სჭირდება, რათა უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდეს ცვლილებების აუცილებლობაში.
ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის აირჩევენ, თუ არა საპატიო თავმჯდომარედ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის” - თქვა გიგა ბოკერიამ