პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსი კი არა ნატოში წევრობა და ევროკავშირთან დაახლოება გვინდა, ამისთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ თუ ეს ხელისუფლება არ შეცვალე, ვერ გშველის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველას ამოცანა უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ ილუზიები გავფანტოთ, რითაც არის დაკავებული „ევროპული საქართველო“, რომ ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდეს, რომელიც თავს დაიმშვიდებს - არც ისე ცუდად არის საქმე. თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რომ უთხრათ ყველას, რომ არა, ვითარება საგანგაშოა, ვერ გშველის ეს კანდიდატის სტატუსი და ამის გამო ვიღებთ საპასუხოდ ოპოზიციის შიგნით ოპონენტებისგან ცილისწამებას, რომ თქვენ ქვეყანაზე წინ თქვენ თავს აყენებთ, რაც „ქართული ოცნების“ გზავნილია. მაშინ როდესაც სიმართლე ეს არის და ახლაც მაგას ვეუბნები ყველას, რომ არ მოტყუვდეთ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ვითარება არანაირად არ არის ნაკლებ საგანგაშო - ეს ერთი. მეორე - დღეს აუცილებელია, რომ ამ მთავარ გზავნილთან ერთად, თუ როგორი სახიფათოა ამ რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა, ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იმიტომ რომ ისეთი მძიმე მემკვიდრეობაა, თუ ამისთვის მზად არ არის პოლიტიკური ძალა, ან ძალები, ვინც ხელისუფლებაში მოდის, კიდევ ერთი კატასტროფა იქნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.