საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონესებულ ე.წ. მაგნიტსკის სიას.

„ყველა ბინძურ ნაბიჯზე მიდიან. არის ზეწოლა მოსამართლეზე, ექთანზე, ექიმზე. არსებობს სია, რომელიც მათ უკვე არაერთხელ გამოაქვეყნეს თუ ვინ უნდა დაიჭირონ და დახვრიტონ. გარდა ამისა, არსებობს სია სააკაშვილის მეთაურობით, ვინც რეალურად სიცოცხლე, ღირსება და ქონება წაართვა ადამიანებს. საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: „კასრებიის სიის“ შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა. გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.