პოლიტიკურ ველზე ბევრი საოცრება ვიხილეთ და მათ შორის კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს.", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება მოწინავეთა შორის იქნება აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს.
„პოლიტიკურ ველზე ბევრი საოცრება ვიხილეთ და მათ შორის კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მარტო კი არ ლანძღავდნენ გარკვეული პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების გამო სხვადასხვა პროგრამულ საკითხებზე, პირდაპირ ბრალს სდებდნენ ერთმანეთს, ალეკო ელისაშვილი ბრალს სდებდა, რომ „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში მამუკა ხაზარაძე იყო ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში და ხალხს ძარცვავდა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. საზოგადოებაში ეს ინფორმაცია საკმაოდ მყარად არის და ბევრი ამბობს, რომ ქონებების გადაფორმება სწორედაც „თიბისი“ ბანკით ხდებოდა და ამ თემაზე ალეკო ელისაშვილი ყოველთვის იყო ხისტი და პრინციპული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან ადვილი არჩევანი აქვს, თუ სად არის სიყალბე, სიმართლე, რას უქადის ასეთი გაერთიანება ქვეყნის მომავალს.
„ხაზარაძის მხრიდან ელისაშვილის მიმართ პიროვნულ თემაზე არა მარტო განცხადება ხდებოდა, არამედ პირდაპირ ბრალდებები გაჟღერდა. საზოგადოებას ძალიან ადვილად აქვს ასარჩევი, სად არის სიყალბე, სად სიმართლე და რას უქადის ასეთი გაერთიანება საქართველოს მომავალს, საზოგადოებას. არჩევნების დროს ეს აშკარად გამოჩნდება, მაგრამ ამ ურთიერთობის სიყალბე და უტიფრობა გამაოგნებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.