კვირა არ გადის, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე სახელმწიფო დეპარტამენტმა, ატლანტიკურმა საბჭომ ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვეყნონ, რაც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ შეფასებებით საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრ ქვეყანას უსწრებს, ესეც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.
„კვირა არ გადის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ატლანტიკურმა საბჭომ ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვყენონ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ან მართლმსაჯულების სისტემაზე. საქართველო ამ მაჩვენებლებით ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრ ქვეყანას უსწრებს. ესეც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, რადგან საქართველომ აშკარად გადაასწო ბევრ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ახლახანს კიდევ ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც მეტყველებს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარების ტენდენცია გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო. აღნიშულია, რომ დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ 1991 წლიდან მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.