პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული.
"ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა, ან რეალობის შეგრძნება აბსოლუტურად დაკარგა. მაინც იმედი მაქვს, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, რადგან ასეთი რეალობა, რომ თითქოს ირმა ინაშვილი და ვინმე დიტო ჩუბინიძე არიან ადამიანები, ვინც ეწევიან რაღაც ისეთ საქმიანობას მის სახელთან დაკავშირებით, რომ ხუთ წელიწადში მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქმნის რაღაც საფრთხეს და ამ საფრთხემ განაპირობა მის მიმართ მუქარა, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს თავის თავზე რაღაც არჩადენილი დანაშაული... განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ის არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ცოლ-შვილს, მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ დისკრედიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს გია ვოლსკი.
პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით.
მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.








