საშინელი კორუფციული სქემების სათავეში ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იდგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ლონდონში გამართულ ფარულ შეხვედრაზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან დიდ ბრიტანეთში მაშინდელი ელჩის გიორგი ბადრიძის ქმედებაც გაიხსენა. კერძოდ, მისი თქმით, 2012 წელს ბადრიძემ საელჩოს წინ შეკრებილ ათობით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.

„საელჩოს წინ შეკრებილ ათობით ადამიანს უთხრა, რომ „ცოცხს გაგიკეთებთ... “ ვეღარ დავასრულებ, ასეთი ელჩი გვყავდა ჩვენ. აი, ასეთი ადამიანი ჩანს იმ კადრში. ჩანს ბატონი იაკობაშვილი, რომელიც თუ არ ვცდები, აშშ-ში ცხოვრობს და ერთ-ერთი მეხოტბეა მიხეილ სააკაშვილის და მის გარშემო ტრიალებს მრავალი წელია.

რასაც კეზერაშვილი შოულობდა და იშოვა, რითაც ამ ადამიანებმა ხელი მოითბეს და ლონდონებში, ძვირად ღირებულ რესტორნებში დაბრძანდებიან და იქ თათბირებს აწყობენ, როგორც მოიწყვეს ცხოვრება თავისთვის თავის ახლობლებისთვის, ამ საშინელი კორუფციული სქემების სათავეში ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იდგა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.