სასტიკად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე [საკრებულოებში] უმრავლესობა აქვს შეკოწიწებული „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს მე მგონი ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

„უკანასკნელი პროცესები გვაჩვენებს ერთ რამეს - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე ფაქტობრივად განადგურებული და დაშლილია, რომლის რეიტინგი არის კლებადი და ეს ყველა კვლევით სააშკარაოზეა გამოტანილი, მათ შორის „აიარაის“ და „ენდიაის“ კვლევებით, რომელსაც ეს ბატონები და ქალბატონები ენდობიან, აქ გადაწყდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების აქტიურად ჩართვა, ასევე გვარამიას მიერ შეკოწიწებული ე.წ. ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება, იქით გახარიას მცდელობები, რომ თავი ხელისუფლების ალტერნატივად წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამ ადამიანებს ფაქტობრივად არაფერი ასხვავებს ერთმანეთისგან გარდა ერთი რაღაცისა და ესეც ერთგვარად იუმორის მომგვრელია - სასტიკად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე უმრავლესობა აქვს შეკოწიწებული „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს მე მგონი ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის.

ასე რომ, ძალიან დაახლოებულია ეს ორი პოლიტიკური ძალა და ხელისგულზე დევს ყველაფერი. როცა ჩვენ ამ პარტიის წარმომადგენლებს ამას ვახსენებთ, ძალიან ღიზიანდებიან. ერთია ისინი რას ამბობენ, ეს არის სუფთა წყლის რიტორიკა და თვალებში ნაცრის შეყრა და მეორეა რაც ხდება ზუგდიდის, წალენჯიხის, რუსთავის და მგონი ბათუმის საკრებულოებში, როცა ამ ადამიანებმა შექმნეს უმრავლესობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებსაც მანამდე აძაგებდნენ. დღეს, როცა დასჭირდებათ გაახსენდებათ, რომ თურმე პატიმარი სააკაშვილი პალატიდან ციხეშია გადასაყვანი, მყისიერად მოჰყვება ხოლმე ამაზე შემდეგ „ნაცმოძრაობის“ გამოხმაურება. თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი, რომ აღარაფერი ვთქვათ გვარამიებზე, მელიებზე და ე.წ. ახალ სახეებზე, რომლებმაც მანამდე „ნაცმოძრაობის“ ათასი ჯურის ავაზაკთან ერთად ლამის მოსპეს ეს ქვეყანა და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაივიწყა და სთავაზობენ, ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობები. რა ვუყოთ წარსულს, ეს ხომ ვერ მიეცემა დავიწყებას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.