ყველას ეშველება, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც ვერ ხვდება, რომ რაღაც უნდა ეშველოს, - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი ჩინური ანდაზა ამბობს: "ის, ვინც სხვებს ადანაშაულებს, გრძელ გზას ადგას, ვინც თავის თავს ადანაშაულებს, ნახევარი გზა გავლილი აქვს, ხოლო ვინც არავის ადანაშაულებს, უკვე მისულია".
ყველას შეიძლება რაღაც ეშველოს, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც ვერ ხვდება, რომ რაღაც უნდა ეშველოს“, - წერს გია მურღულია.