თუ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციურ მოთხოვნებს, ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციურ მოთხოვნებს, ეს ნიშნავს, რომ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. ამ დროს იწყება პირდაპირი დემოკრატიული პროცესი - ხალხს აქვს არა თუ უფლება, არამედ ვალდებულება ნებისმიერი მშვიდობიანი მეთოდებით აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში. თუ ეს უკანასკნელი უარს აცხადებს ამაზე, ჩამოაშოროს ის ძალაუფლებას და ამ გზით აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი“ წერს გია ხუხაშვილი.