ბიძინა ივანიშვილის თავში ახლა არის ერთი დიდი აჯაფსანდალი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის თავში ახლა არის ერთი დიდი აჯაფსანდალი. არ აქვს თემები გაყოფილი, ყველაფერი პირადიდან ამოდის. მას უთქვამს კიდევაც, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, პირადად ჩვენთვის ვაკეთებთ. ეს იქნება სახელმწიფოს მშენებლობა, თუ პირადი ტრანზაქციები. ანუ თავის თავიდან ამოდის, თავის პიროვნბიდან ამოდის, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ოლიმპზე ავიდა, პრინციპში მას გაუმწვავდა ეს ყველაფერი, მან მართლა დაიჯერა, რომ ღმერთკაცია. შექმნა მრევლი, რუხი მასა, რომელსაც არ აქვს არც პრინციპები, არც მორალური საზღვრები, არც ფასეულობათა სისტემა. ბიძინა დილით დაიძახებს გაუმარჯოს ნატოს - დაიძახებენ, გაუმარჯოს ნატოს. საღამოს დაიძახებს გაუმარჯოს წითელ არმიას - გამოვლენ, დაეწყობიან და იტყვიან იმავეს“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.