„ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება - ვაია, არ მიიღონ - ვუია - კანონი რომ არ მიიღონ, სისუსტის გამოვლინება იქნება, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს გამოეხმაურა.
„ამ კანონის მთავარი სამიზნეა დასავლეთი. კანონის სულისკვეთება იმაზე მეტყველებს, რომ აქ აგენტურის ქსელია. ამით რა გამოდის? აგენტურის ქსელს ვინ ქმნის? დასავლეთი. დასავლეთი მტერია. ამის დისტრიბუცია ხდება. ხალხის ძალის კანონპროექტის მიღება - ვაია, არ მიიღონ - ვუია. რომ არ მიიღონ სისუსტის გამოვლინებაა, სისუსტის გამოვლინების კი ყველაზე მეტად ეშინიათ. ე, მანდ სისუსტე არ გამოვავლინოთ, თორემ ჩამოვიშლებითო. ამიტომ არის სულ ყალყზე რომ დგანან და შეტევაში უნდათ ყოფნა. შეიძლება, უნდათ რაღაც ეტაპზე რაღაც თემებით ივაჭრონ, რეალურად შემდეგ ვეღარ ვაჭრობენ. რომ ჰკითხოთ კობახიძეს, ყველა აგენტია. პირველი ვისაც ატყუებს თავის თავია. ჯერ საკუთარი თავი მოიტყუა, რომ ყველა აგენტია, თავისი თავი რომ დაარწმუნა ამაში, საუბრობს, რომ ყველა აგენტია“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.