ივანიშვილი ფიქრობს, რომ ორი პერსპექტივა აქვს - ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი თავის გეგმებში ფიქრობს, რომ ორი პერსპექტივა აქვს - ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე. მეტი პერსპექტივა მას არ აქვს და ცდილობს, რომ ერეკლე მეორეს მოდელი გაითამაშოს, ანუ შექმნას ქვეყანაში ის სიტუაცია, რაც იყო 1783 წლის წინა პერიოდში. წინა პერიოდში რა ხდებოდა - სამი დიდი იმპერია გლიჯავდა საქართველოს და საბოლოო ჯამში იძულებული გახდა ერეკლე მეორე რომ ამ სამი იმპერიიდან აერჩია ისევ ერთმორწმუნე რუსეთი და ტრაქტატზე მოეწერა ხელი. ახლაც იგივე მოცემულობაა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.