კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ პარტიაზე კონტროლი, ხაბეიშვილი ამისთვის დასჭირდათ, სააკაშვილი ვის დაკარგვია, ვის რაში აინტერესებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.  

„ხაბეიშვილი პოლიტიკური პაროდიაა, ეს ხომ ყველამ იცის. სასაცილოა უბრალოდ, როგორ შეიძლება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას ჰყავდეს ასეთი ლიდერი. შეიძლება თავისი საქმე კარგად იცის, მე კი არ ვაკნინებ, ქუჩაში დარბოდა, რაღაცებს აფრიალებდა, ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერი  არასერიოზულია, არაადეკვატურად გამოიყურება, რასაც თვითონაც ხვდებიან, მიშაც ხვდება ამას და სოფო ჯაფარიძე არის ამის ნიშანი. რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა - მელია თუ ჯაფარიძე? მე ვფიქრობ, სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, რადგან სააკაშვილმა თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა, ოფისი გახსნა.

ყველა მიშას სახელს ეფარება და მიშა, მიშას იძახიან, განა იმიტომ რომ მიშა უყვართ, ეჯავრებათ მიშა, მაგრამ საკუთარი აქტივი არ აქვთ. ხაბეიშვილს საკუთარი პოლიტიკური წონა აქვს?

კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიაზე კონტროლი, ხაბეიშვილი ამისთვის დასჭირდათ, მათ სააკაშვილი არაფერში არ სჭირდებათ, სააკაშვილის მხოლოდ ბრენდი სჭირდებათ, რომ აიფარონ წინ, თვითონ დაიმალონ. სააკაშვილი ვის დაკარგვია, ვის რაში აინტერესებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.