მერე უკვირთ, პრო-რუსობაში რომ ადანაშაულობენ… ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პარლამენტში პრემიერ მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას გაკეთებულ განცხადებებს.

"კობახიძემ გუშინ თქვა შემდეგი - ამერიკელები საქართველოს კი არ ეხმარებოდნენ, საკუთარ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ ენჯეოების სახით…ჩვენ ახლა ამ ქსელის მოშლით ვართ დაკავებულიო…
ზარქუამ - “ჩათ&&&&ბი ეგენიო”
ღარიბაშვილმა - “მე პირადად არ ვიტყვი, მაგრამ ზარქუამ თქვა ჩემი სათქმელიო”
მერე უკვირთ, პრო-რუსობაში რომ ადანაშაულობენ…" - წერს გია ხუხაშვილი.