„ქოცპროკურატურამ“ ჩემზე – „საქართველოს ღალატისთვისო“ – საქმე აღძრა. არც თქვენი დევნის მეშინია და, მით უფრო, თქვენი ბინძური პროპაგანდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და საკუთარი სინდისის წინაშე ყოველთვის იყო მართალი.

„მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“, – წერს გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ: გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.