ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში 31 წლის მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა. ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ხელოსანი იყო, მუშაობის პროცესში შემთხვევით მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.








