სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
"თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩემი წინადადება გაითვალისწინა.
განსაკუთრებული მადლობა თავდაცვის ძალების ვეტერანს, ჯუნა სიჭინავას, რომელმაც აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და რომლის საფუძველზეც შესაბამისი წინადადება მოვამზადეთ",- წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.




