თუ სტატუსს არ მოგვცემენ, "ოცნება" ამაზე არ იდარდებს - მეტი კარტბლანში ექნებათ, რომ მეტი სისულელე აკეთონ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
"გგონიათ, ხელისუფლება დიდად ინერვიულებს, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ?! თუ არ მოგვანიჭებენ, კიდევ უფრო მეტი კარტბლანში ექნებათ, რომ მეტი სისულელეების აკეთონ. თუ ეს ჩავარდა მათ ძალაუფლებას საფრთხე იმ შემთხვევაში დაემუქრება თუ ოპოზიცია და საზოგადოება იქნება ისეთ დონეზე, რომ დიდი საპროტესტო მუხტი შექმნან," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. კითხვაზე, ესეც გაზომილი აქვს "ქართულ ოცნებას"? - ძიძიგური ასე პასუხობს: "არ ვიცი გაზომილია თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჩემი აზრით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, "ქართულ ოცნებას" უფრო ეხსნება არეალი, რომ რაც უნდა ის აკეთოს. სტატუსის მიღებისას კი ვალდებულებები მეტი გაქვს და იძულებული ხარ, რომ როდესაც შედიხარ იმ სივრცეში, რასაც ევროპული სივრცე ჰქვია, იქაური თამაშის წესებით უნდა ითამაშო. შესაძლოა იქაც აარიდო თამაშის წესებს თავი, მაგრამ ყველაფერს ვერ აარდიდებ," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.