„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არის მათი საკუთრება, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ როგორც საკუთრებად. მაგალითად, ადამიანს მანქანა გაქვს, უძრავი ქონება გაქვს სადმე, ასევე მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არის მათი საკუთრება. შესაბამისად, ეს საკუთრება რომ გავიდა მათი კონტროლის სფეროდან, მათ ეს ვერ აღიქვეს. ჩათვალეს, რომ როგორ შეიძლება, ჩვენ მოვიყვანეთ და ვალდებული იყო ემსახურა არა ხალხისა და ქვეყნისათვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მთავარი არხის" ეთერში.