მგონია, რომ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ თავისი ლიდერების წრეს სთხოვს, რომ თანამონაწილე იყვნენ კორუფციულ სქემებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არაკორუმპირებული და წესიერი ადამიანი „ოცნებისთვის“ არის პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, ხალხო არ გვინდა რუსული ფრენები, რუსული კანონი. ბოლო-ბოლო როგორც დათო სერგეენკო იქცევა ისე, გვერდზე გაიწევა და არ მიიღებს მონაწილეობას მათ კამპანიაში, მაგრამ თუ მე მაქვს კორუფციაში მონაწილეობის, კონკრეტული მტკიცებულებები, ყველაფერ ამაში თანამონაწილე უნდა ვიყო. ამიტომ, მგონია, რომ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ თავისი ლიდერების წრეს სთხოვს, რომ თანამონაწილე იყვნენ ამ ყველაფრის“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.