დასავლეთი თუ მოგვცემს შანსს, ეს მოხდება ქართველი ხალხის ურყევი ნების გამო და არა იმის გამო, რომ „ოცნებამ“ რაღაც ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსი ეს არის შანსი, ეს არ არის პროცესის დასასრული. თუ დასავლეთი ჩვენ მოგვცემს შანსს, მოგვცეს შანს ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და იმ პოლიტიკური წარსულის გამო, რაც ქართულ სახელმწიფოს უახლოეს წარსულში ჰქონდა და არა იმის  გამო რომ „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც რაღაც ელემენტარული ნაბიჯები გადადგა ევროპასთან დასაახლოებლად.

„ქართული ოცნება“ იღებს  ისეთ კანონებს და ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ ევროპაში ასეთ ქვეყანას არაფერი ესაქმება. ეს არის ფაქტობრივად გზავნილი იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები დაცული არ იქნება“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.