24 თებერვალი იქნება კარგი პასუხი  ხელისუფლებისთვის და კობახიძის თავხედური განცხადებებისთვის - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ 24 თებერვალი იქნება კარგი პასუხი ამ ხელისუფლებისთვის და კობახიძის თავხედური განცხადებებისთვის. თუ ჩვენ რუსთაველზე შევიკრიბებით ორგანიზებულად და დავანახვებთ ქართველი ხალის განწყობას. როდესაც შიშს უპირისპირებ ღირსებას, საქართველოში ეს არასოდეს  მოდიოდა.  მეტეხის ციხესთან როდესაც ჯალალედინმა ქართველ ხალხს შესთავაზა ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა თუ სიკვდილი, ბევრმა აირჩია სიკვდილი. ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც შიშსა და  ღირსებას ერთმანეთს  უპირისპირებს არ შეიძლება ამ ქვეყანას უხელმძღვანელოს და საერთოდ რამეზე ჰქონდეს პრეტენზია - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.