გახარია ელენე ხოშტარიას: რეზინის ტყვიის გამოყენების დროს, გაფრთხილების ვალდებულება არ გვქონდა, წერტილი!(ვიდეო)

1567773743
ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, "ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიას დასმულ კითხვას პარლამენტის სასესიო დარბაზში, სადაც გახარია მის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად ფრაქცია "ევროპულ საქართველოს" ხვდება.
"მაშინ როცა კონტაქტი იყო ძალინ ახლოს, პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა რეზინის ტყვია, მაშინ გაფრთხილება ვერ მოხერხდებოდა და ასეთი ვალდებულება, მაშინ როდესაც იყო აუცილებელი მოგერიების პირობები არ არსებობდა და "პოლიციის შესახებ კანონი", პოლიციას ამის საშულებას აძლევს. წერილი ქალბატონო ელენე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.