საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ და რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.