ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"სანქციები ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში არ არის გასაკვირი, რომ საერთაშორისო სანქციები იყოს და არა მხოლოდ უკრაინელების და საქართველოს ოპოზიციის ახირება. საქართველოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მართვადი მარიონეტული მთავრობა და ეს მთავრობა ცალსახად ემსახურება პუტინის ინტერესებს, ამიტომ სანქციები არის ყველაზე ცოტა რაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს ივანიშვილთან მიმართებაში",- განაცხადა ფოფხაძემ.