ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.

მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  მეექვსე სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა თბილისსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების დათბობით, აღინიშნა.
სამიტის დროს საქართველოს პრემიერ- მინისტრის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოკლე, თუმცა თბილი შეხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო და ევროკავშირმა უკან მოიტოვეს წარსული უთანხმოებები.


კობახიძემ ამ მომენტს ხაზი გაუსვა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ (საქართველოსა და ევროკავშირს შორის) ''შეზღუდული კომუნიკაციის პერიოდი არსებობდა და, როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორები მოწადინებულნი არიან აღადგინონ კავშირები საქართველოსთან."


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დათბობა საკუთარი ქვეყნის "ევროპისთვის სასიცოცხლო როლით" ახსნა და დასძინა, რომ "ყველას ესმის საქართველოსთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედების საჭიროება, და, სავარაუდოდ, ზუსტად ამიტომ  ბევრი  ინიციატივა ევროპელი ლიდერებისგან მოდის."


„ყველამ უნდა სცნოს ევროპისთვის  საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ევროზონისთვის. რეგიონში ჩვენი როლი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად იზრდება საქართველოს ლიდერებთან დიალოგის საჭიროების აღიარება,“ - განაცხადა მან.


საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, თუმცა 2024 წლის ივნისში გაურკვეველი ვადით შეაჩერა მისი გაწევრიანების განაცხადის პროცესი და მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის“ კანონი მიიღეს, რომელიც  ევროკავშირმა რუსეთის მიერ შთაგონებულად და ავტორიტარულად მიიჩნია, თბილისში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, ფინანსური მხარდაჭერა შეამცირა.


შემდეგ, 2024 წლის ოქტომბერში საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე, რასაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან „შანტაჟი და მანიპულაცია“ უწოდა.


ნოემბერში Euronews-თან ინტერვიუში კობახიძემ განაცხადა, რომ „ბურთი ბრიუსელის მხარესაა“ და ხაზი გაუსვა, რომ ის უწინდებურად „ძალიან ოპტიმისტურად“ არის  განწყობილი, იმის მიმართ, რომ მისი ქვეყანა 2030 წლისთვის მიიღებს  ევროკავშირის წევრობას, ამას  მან საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზანი უწოდა.
„მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ“


2024 წლის ნოემბერში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა კობახიძე პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა, მაგრამ მისმა საარჩევნო გამარჯვებამ თბილისში მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია.


ოპოზიციურმა ძალებმა — მათ შორის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა —  არჩევნების შედეგები დაგმეს  და „სრულ გაყალბებად“ მოიხსენიეს. ევროპარლამენტმა ნოემბერში მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობდა ამ არჩევნებს და საერთაშორისო ზედამხედველობით ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა.


შემდეგ, კი პარასკევს, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტი აირჩია, როგორც „მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც განხილვები ფოკუსირებული იქნება საკუთარი ქვეყნის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების შესახებ ძირითად გზავნილებზე.“


ტირანაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, თითქმის 40 ქვეყნის სახელმწიფო და მთავრობის მეთაური მონაწილეობს, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები.


„მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ — ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ვიურთიერთობოთ მრავალ ლიდერთან ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, რეგიონულ სტაბილურობასთან და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტის მონაწილე ლიდერებს.


შემდეგ როდესაც სამიტი ეს ესაა უნდა დაწყებულიყო მაკრონი მივიდა  კობახიძესთან, რათა მოკლედ, თუმცა, როგორც ჩანს, თბილად გაეცვალა აზრები, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტონის სიმბოლურ ცვლილებად იქცა.


სამიტის ვიდეოჩანაწერზე ასევე ჩანს კობახიძე, რომელიც საუბრობს  ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან  დონალდ ტუსკთან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ოფიციალური მოლაპარაკებები გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მთავრობის მხარდამჭერია.


კობახიძემ ეს პოლიტიკური ევოლუცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს „საკვანძო პოზიციით“  ახსნა.
„წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში და ერთგულნი ვრჩებით, რომ ამ სულისკვეთებით გავაგრძელოთ მოქმედება,“ - განუცხადა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში.


„ჩვენ ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას — აზერბაიჯანსა და სომხეთს — ევროპასთან. უფრო მეტიც, საქართველო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს საკუთარ მეზობლებთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაკავშირებადობას,“ - განაცხადა კობახიძემ.


„ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და ევროკავშირისთვისაც, რადგან ეს ხელს უწყობს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონს შორის უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას,“ - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.