ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ ერთი ოპოზიციური ლიდერის, ნიკა გვარამიას - „ცვლილებებისთვის კოალიციის“ ხელმძღვანელის - დაპატიმრებას.

ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება." - წერს ესტონეთის საგარეო უწყება X-ზე. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა - ის რუსთავის ციხესთან დააკავეს