კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინციის - ძიანსუს სამთავრობო დელეგაციასა და ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის  კულტურული ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"ვისაუბრეთ სახელოვნებო განათლების რეფორმის ინოვაციური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე.  ასევე საუბარი შედგა ინკლუზიური სახელოვნებო არაფორმალური  განათლების განვითარების მნიშვნელობაზე.  ბედნიერი ვარ, რომ ნანკინის მთავრობამ მიმიწვია ჩინეთში, როგორც სახელოვნებო განათლების მიმართულებით, ასევე მასტერკლასების ჩასატარებლად“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.